logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რომელ ადგილზე ვიქნებოდით საქართველოს ტოტალური საბოტაჟის პირობებში, რომ არ უწევდეს განვითარება
- +

18 ნოემბერი. 2021. 13:30

 

 

„ამერიკულმა ორგანიზაციამ Gallup-მა ახალი გლობალური ანალიტიკური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით საქართველომ ადამიანის პირადი უსაფრთხოების, კანონისა და წესრიგის ინდექსით შეფასებისას, 100-ქულიანი სისტემით 88 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა და გერმანია, მალტა, შვედეთთან ერთად მსოფლიოს ოცეულში შევიდა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ამერიკული ორგანიზაციის Gallup-ის ახალი გლობალური ანალიტიკური კვლევების შედეგების გამოქვეყნების შესახებ წერს.

 

როგორც ქართველიშვილი წერს ორგანიზაცია Gallup-ი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას დეფაქტო სახალხო დამცველი არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ომბუდსმენი ვიწროპარტიულ მხარეს წარმოადგენს და ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირებას ქვეყანაში - მხოლოდ სახელისუფლებო ძალისხმევის ხარჯზე, საქართველომ ადამიანის პირადი უსაფრთხოების, კანონისა და წესრიგის ინდექსით შეფასებისას, 100-ქულიანი სისტემით 88 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა და გერმანია, მალტა, შვედეთთან ერთად მსოფლიოს ოცეულში შევიდა. ორგანიზაცია Gallup-ი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ბოლო გამოკვლევებით, კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, საქართველო ევროპის 15 საუკეთესო ქვეყნებს შორის შეიყვანა. ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რა ადგილზე ვიქნებოდით - ქვეყანას სახალხო დამცველი რომ ჰყოლოდა და საქართველოს ტოტალური საბოტაჟის პირობებში არ უწევდეს განვითარება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner