logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ველოდები იმ დღეს, როცა თურქეთი დატოვებს NATO-ს!
- +

30 ივლისი. 2016. 20:36


ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ერდოღანმა პრეზიდენტი გახადა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და მოახდინა არმიის პოლიტიზაცია და ისლამიზაცია.


„ველოდები იმ დღეს, როცა ერდოღანი რეფერენდუმს ჩაატარებს და როგორც ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, თურქეთიც დატოვებს NATO-ს! ერდოღანმა მოახერხა ის, რაც 1923 წლიდან 2010 წლამდე ვერ შეძლო მთელმა თურქეთის პოლიტიკურმა ელიტამ - არმია დაიმორჩილა. ერდოღანმა გააუქმა არმიის განვითარების ფონდი და შესაძლებელი გახადა არმიაში მედრესეების მსმენელების მიღება, ანუ მოახდინა არმიის პოლიტიზაცია და ისლამიზაცია. ერდოღანმა პრეზიდენტი გახადა ქვეყნის უმაღლესი სარდალი მაშინ, როცა ეს ფუნქცია ადრე გენერალური შტაბის უფროსსა და სამხედრო საბჭოს წევრებს ჰქონდათ", - ამბობს ექსპერტი ვახტანგ მაისაია.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner