logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ სააკაშვილი ციხეშია!
- +

20 ნოემბერი. 2021. 02:46

 

 

 

ცნობილი ქართველი ანალიტიკოსი, პროფესორი ვახტანგ მაისაია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ციხეში ტანჯა, წყეული კოჰაბიტაციის თემას ეხმიანება და დარწმუნებულია, რომ ეს დამღუპველი იდეა საქართველოსთვის დასავლეთს არ შემოუტანია:

 

„მე, როგორც სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და ყოფილი პოლიტპატიმარი, აბსოლუტურად კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ სააკაშვილი ციხეშია! რაც შეეხება ნაცმოძრაობის დღის წესრიგსა და იმ ბაკქანალიას, რაც ქუჩაში ტრიალებს, „ქართული ოცნება“ იმკის იმას, რაც დათესა! აი, სწორედ ეს მოიტანა მკვლელებთან და მწამებლებთან კოჰაბიტაციამ და გამუდმებით იმაზე ლაპარაკმა, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ უმთავრესი ფუნქცია ნაცმოძრაობისთვის პოლიტიკური სახის შენარჩუნება ყოფილა“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner