logo_geo
eng_logo
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონი აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს შეხვდა
- +

20 ნოემბერი. 2021. 13:09

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსთან, ჯეიმს ულინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი.

 

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს, სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner