თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს“, - წერს ბოჟაძე და პოსტს გვარამიას პოსტის ფოტოს ურთავს.
როგორც ნიკა გვარამია Facebook-ზე აღნიშნავს, საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კრძალავს ისეთი პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
„დავაკვირდეთ, იუსტიციის სამინისტრო (საჯარო რეესტრი) დაარეგისტრირებს თუ არა ალტინფოს პარტიას“, - დაწერა ნიკა კვარამიამ.