„2003 წელს ხალხი მოტყუვდა, რადგან არ იცოდა რისი ჩამდენები იყვნენ სააკაშვილი და მისი ბანდა, მაგრამ ახლა, როცა მათი სისასტიკე და არაადამიანურობა ქართველ ხალხს საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი, მათ მოტრიალებას არ დაუშვებს! 2003 წელი საქართველოში აღარასოდეს განმეორდება!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა კოდორის ხეობაში, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ემზარ კვიციანმა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.