logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძის თქმით, 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის წახალისების მექანიზმის შემდეგ, ვაქცინაციაზე მიმართვიანობა გაოთხმაგდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი
- +

21 ნოემბერი. 2021. 14:10

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით რაც წახალისების მექანიზმი ამუშავდა და 200 ლარი ეძლევათ 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინისთვის, ამ ასაკის მოსახლეობის აცრებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაოთხმაგდა.

 

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა იმ ტემპით ვერ მომდინარეობს, რაც გვჭირდება.

 

„ვაქცინაციის პროცესი მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა იმ ტემპით ვერ მომდინარეობს, რაც გვინდა და გვჭირდება. წახალისების გამოცხადების შემდეგ ცოტა მოიმატა, კვირის სამუშაო დღეებში გვაქვს შვიდი ათასი და ოდნავ მეტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მიუხედავად ამდენი საუბრისა, მოწოდებისა პირბადის მაჩვენებელი 37%-ია, რომ დავდივარ ახლა რაიონებში, სოფლებში, თბილისში, სამწუხაროდ, პირბადის მაჩვენებელი მაინც დაბალია, არის 37 %-ია, როცა გვინდა, 80-90% იყოს. პირბადე ვაქცინის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღია. ზღვარზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, 52 000 აქტიური პაციენტია დღეს ქვეყანაში, აქედან 6 000-მდე არის სტაციონარებში. ძალიან მაღალ დატვირთვით მუშაობს ჯანდაცვის სისტემა. დღევანდელი გარდაცვალების რიცხვია არის 76, რაც ძალიან ტრაგიკულია. ამ შემთხვევების პრევენციის ერთდერთი იარაღი არის ვაქცინაცია. ვაქცინაციის მოცვა გვაქვს 34.3, რაც ძალიან დაბალია. სულ მცირე 60 პროცენტი უნდა გვქონდეს, რომ ვისაუბროთ ოდნავ გარდატეხას შევიტანთ ეპიდსიტუაციაში. მიუხედავად ამდენი საუბრისა, დამყოლობა ძალიან დაბალია“,-  განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner