იერუსალიმში, ძველ ქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დადგენილია მსროლელის ვინაობა - ის მოძრაობა „ჰამასის“ წევრია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ის ადგილზე მოკლეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს იერუსალიმში მეორე მსგავსი შემთხვევაა. 17 ნოემბერს, ძველ ქალაქში დანით შეიარაღებულმა 16 წლის ბიჭმა სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრა. სამართალდამცველებმა ისიც ადგილზე მოკლეს.