logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: გვინდა, გავხდეთ ევროპული განათლების ნაწილი
- +

31 ივლისი. 2016. 00:14



„ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯერ კიდევ სჭირდება სერვისების განვითარება", - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში. თამარ სანიკიძე ამჟამად განათლების სამინისტროში ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი.


 

„ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯერ კიდევ სჭირდება სერვისების განვითარება. რაც მთავარია, უნდა მოვემზადოთ ახალი ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტების განსახორციელებლად, ისევე როგორც უნივერსიტეტებს უნდა დავეხმაროთ მომზადებაში. ეს თანამშრომლობა თუ არ შედგება, ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს, არ გაქრება.

 

 

2013 წლიდან ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი იმ ინსტიტუციების განვითარებას, რომელზეც ბევრი რამ არის განათლებაში დამოკიდებული. თქვენ იცით, როგორ მუშაობდა რუსთაველის ფონდი, ეს იყო დიდი კითხვის ნიშანი და იქ მომუშავე ადამიანები იყვნენ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. აღარ ვილაპარაკოთ, რა ხდებოდა მეცნიერების მიმართულებით. მოდით, ვნახოთ, რა შევცვალეთ მასწავლებლის სახლში, როგორი რებრენდინგი განიცადა მანდატურის სამსახურმა. ინსტიტუციების განვითარება დაიწყო და გარკვეულწილად დასრულდა. ხარისხის განვითარების სამსახურში კი ეს პროცესი არ დასრულებულა. 2015 წლის ბოლოს კანონში შევიდა ცვლილებები, იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი პირობები შეგვეთავაზებინა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ჩვენ გვინდა, რომ მართლაც გავხდეთ ევროპული განათლების ნაწილი და იმ ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წვერი, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ვფიქრობ, ამ პროცესის გასაგრძელებლად და დასასრულებლად ჩემი რესურსი შეიძლება კარგად იყოს გამოყენებული", - აცხადებს თამარ სანიკიძე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner