პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც ითხოვენ, რომ ექსპრეზიდენტს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და პატიმრობიდან უპირობოდ გაათავისუფლონ.
„ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ როგორც კი მოხდებოდა სააკაშვილის გადაყვანა სხვა საავადყოფოში ციხის გარეთ, მაშინვე დაიწყებოდა საუბარი მის გათავისუფლებაზე, რაც ძალიან მარტივი სცენარია. ადამიანს როდესაც აქვს შეფარდებული 6-წლიანი სასჯელი, მაშინ მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.