logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: დაფიცებული მაქვს, მაინც გავარკვევ ყველაფერს!
- +

31 ივლისი. 2016. 02:45



„ჩასაფრებული პაპარაცები, ფარული კადრები, ისეთი მტკივნეული თემაა ჩემთვის, მზად ვარ, მაგის გამო ვიღაცას შევაკვდე", - ამბობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში. ჟურნალისტი ბოლო დროს მომხდარ სკანდალს იხსენებს და ამბობს, რომ აუცილებლად გაარკვევს ყველაფერს.


„ბოლო სკანდალი გავიხსენოთ, როცა შენთვის ხარ, შენს საძინებელში და აღმოჩნდება, რომ თურმე ვიღაც მანიაკი გიღებს, მეორე მანიაკი გემუქრება, რომ გამოგიქვეყნებს და მესამე ელოდება, როდის ნახავს. ეს ჩემთვის ყველაზე უპატიებელი დანაშაულია. დაფიცებული მაქვს, მაინც გავარკვევ ყველაფერს. დიდი ხანია, სურვილი აღარ მაქვს, ვისაუბრო ჩემს პირად ცხოვრებაზე, ჩემი ცხოვრების არასაჯარო ნაწილზე.

 

ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, და მგონია, რომ ჩემიც არავის აინტერესებს. გაცილებით მშვიდად ვარ, როცა ჩაკეტილია ჩემი პირადი", - ამბობს ინგა გრიგოლია.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner