logo_geo
eng_logo
ზაზა სოფრომაძე: რამდენჯერ უნდა წააგო არჩევნები, რომ ბოლოს და ბოლოს შეიგნო, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ გიჭერს
- +

25 ნოემბერი. 2021. 01:14

 

 

„ქაოსის შექმნის შანსებს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. დიდი მეხოტბე არ ვარ იმ ყველაფრის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დიდი ნაწილიც ასე უყურებს ამას. ყველა ელოდება ცვლილებებს, მაგრამ ყველას ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მწარე მაგალითი“, - ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაზა სოფრომაძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

 

„რამდენჯერ უნდა წააგო არჩევნები, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგო და შეიგნო, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ გიჭერს. ეს არის ფაქტი, რომელსაც მიღება და აღიარება სჭირდება. პოლარიზაცია თანაბრად არ ნაწილდება. ერთ მხარეს არის საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებებს წამოეგო და მეორე მხარეს არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც კარგად ახსოვს ყველაფერი. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსხლეობა, არც უახლოეს მომავალში და არც ოდესმე, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner