საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„უახლესი ინფორმაციით:
სააკაშვილის სასამართლო პროცესზე წარდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო!
გასაგებია, რომ ადვოკატები და ექიმები მიკიბულ-მოკიბულად, მაგრამ მაინც მისახვედრად ლაპარაკობენ, მაგრამ სასამართლოსთვის ეს საკმარისი არ არის, - პროკურორი როდის დანიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას?!
ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, ეს კაცი აქ არის თუ იქ - ნაპოლეონთან?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.