logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ციხე არ არის კურორტი, სააკაშვილი უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ ციხეში
- +

25 ნოემბერი. 2021. 17:39

 

 

 

„გაიხსენოს, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, ციხეში მყოფს, მათ შორის ძალიან ბევრ უდანაშაულოს, წლების განმავლობაში ერთი ადამიანის ნახვის საშუალება არ ჰქონდა“, - ამის შესახებ საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს პატიმარი, რომელსაც 2 თვის განმავლობაში იმდენი მნახველი ჰყოლოდა, რამდენიც სააკაშვილს ჰყავდა.

 

„ციხე არ არის კურორტი. საკმარისი ადამიანი შედის და საკმარისზე მეტიც. გაიხსენოს ის ადამიანები, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის პერიოდშიც, ციხეში მყოფს, მათ შორის ძალიან ბევრ უდანაშაულოს, წლების განმავლობაში ერთი ადამიანის ნახვის საშუალება არ ჰქონდათ. უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ - ციხეში“, - განაცხადა სუბარმა.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის ჰოსპიტალში, სადაც ის მკურნალობის პროცესს გადის, თუ დეპუტატებს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას არ მისცემენ, მკურნალობას შეწყვეტს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner