logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ოჯახის წევრები დაუხოცეს ხალხს და პრეზიდენტისგან ერთი პროტესტიც კი არ მსმენია
- +

31 ივლისი. 2016. 13:08



პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის მცდელობა იყო, „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტი თვითონ უნდა რეაგირებდეს ამ საკითხზე.


„როგორც პრეზიდენტმა თქვა, აქამდე ვმალავდი ამ ჩხრეკის ფაქტს და ახლა ვამბობო, ეს არ არის სწორი საქციელი. თუ ასე იყო, მას მაშინვე უნდა მიეღო ზომები. პრეზიდენტი ამაზე ჩვენ არ უნდა გვთხოვდეს რეაგირებას, თვითონ უნდა აკეთებდეს რეაგირებას. მას აქვს ყველაზე მეტი ბერკეტი, თუ ვინმეს გააჩნია ქვეყანაში და პირიქით, ჩვენ უნდა მივმართავდეთ მას, როცა რაიმე სამართალდარღვევა ხდება. ძალიან ცუდია, თუ ასეთი უსუსური პრეზიდენტი გვყავს, რომ ამასაც კი უბედავენ, ეს რა თქმა უნდა, არ არის კარგი არც მისთვის და არც ქვეყნისთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ის არის ერთ­ერთი საკმაოდ მაღალჩინოსანი აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის". რომელიც მათი დაკვეთების შემსრულებელი იყო, ერთი და იმავე საქმეს აკეთებდნენ პრეზიდენტთან ერთად. უამრავი საქმე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ვეღარ შეინარჩუნა და ეს ვეტო ისევ პარლამენტმა დასძლია, მერე უკვე მისი და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობითაც ხდებოდა საკითხების დაბლოკვა, თუნდაც იგივე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შეტანილი, შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებული, პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებული და მერე დაძლეული. ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ერთ თამაშს თამაშობენ, როგორც ჩანს, უკვე ორივე ერთი ცენტრიდან იმართებიან. პრეზიდენტს აქამდე უამრავ დარღვევაზე არ გაუკეთებია რეაგირება და დღეს ყველა წვრილმანზე აქვს რეაქცია. ოჯახის წევრები დაუხოცეს ხალხს და დღემდე სამართალს ეძებენ, ერთი პროტესტიც კი არ მსმენია მისგან. ის პოლიტიკური წარმომავლობის მიხედვით კი არ უნდა აკეთებდეს რეაგირებას, არამედ ნებისმიერის მიმართ", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner