logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მოუთმენლად ველი ნატოს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას
- +

26 ნოემბერი. 2021. 20:27

 

 

„მოუთმენლად ველი ნატოს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

 

„საქართველო და უკრაინა ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან ერთად. ჩვენი თანამშრომლობა ფართოვდება. მივესალმებით საქართველოსა და უკრაინის მიერ NATO-ში შეტანილ წვლილს. NATO მხარს უჭერს ამ ქვეყნებს. მინისტერიალის ფარგლებში, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციას განვიხილავთ. ჩვენ ვხედავთ დაძაბულობას შავი ზღვის რეგიონში. ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ასევე გავამახვილებთ ყურადღებას რეფორმების ძალისხმევაზე. საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რეფორმებზე ფოკუსირება. ეს მნიშვნელოვანია NATO-სთან დაახლოების კუთხით. გარდა ამისა, ეს რეფორმები ღირებულია, რადგან უკრაინასა და საქართველოს ძლიერს ხდის“, - აღნიშნა NATO-ს  გენერალურმა მდივანმა.

 

NATO-ს მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში 30 ნოემბერს გაიმართება. ნატომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner