logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა
- +

26 ნოემბერი. 2021. 23:15

 

 

„ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ დეტალურად იცის, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.

 

„განსხვავებული აზრის მოსმენა ნორმალურია, მაგრამ რასაც ისინი ამ რადიკალური ფორმებით აკეთებენ, ეს პირველ რიგში მათ აზიანებს, მათი მარგინალიზაცია ხდება. დღეს რა ვითარებაშიც იმყოფება კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, ეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არის კარგი. ყველა პარტიაზე არ ვისაუბრებ, რადგან ბევრი გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას. ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ ეს პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, თავისი ზეგავლენა მოეხდინა და ეს გამოსდიოდა კიდეც. ვფიქრობ, იქაც არსებობენ ადამიანები, ვინც სწორად ხედავს.

 

ეს ჩვეულებრივი ბლეფი იყო, არანაირი ჩრდილოვანი კაბინეტი, უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, რომ თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობაა, როდესაც თბილისის საკრებულო გვქონდა მოგებული, „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობა გვყავს და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ სხვა პარტიების დახმარების გარეშე. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ბლეფი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner