„სოფლებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები იქნება უშუალო და ყოველდღიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა და მნიშვნელოვან პროექტებზე თანმიმდევრული მუშაობა,“ - ავთანდილ თალაკვაძე.
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მაჟორიტარ დეპუტატებთან ოზურგეთის ახალ საკრებულოში შეხვედრა გამართა, სადაც სოფლებში მერის წარმომადგენელთა კანდიდატურები განიხილეს.
„დავალება უკვე გავეცი შერჩეულ კანდიდატებთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ და ისინი უმოკლეს დროში შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას. როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს განვაცხადეთ - მზად ვართ ყველა ადამიანთან თანამშრომლობისთვის, ვინც სამართლიანად, პროფესიონალურად და გულწრფელად ემსახურებოდა თავის საზოგადოებას და რაიონს. თითოეულთან განვიხილე რა იქნება მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები: უშუალო და ყოველდღიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა და სოფლებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე მუხლჩაუხრელი მუშაობა,“ - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.