logo_geo
eng_logo
ტაქსიში თამბაქოს მოწევა შესაძლოა აიკრძალოს
- +

27 ნოემბერი. 2021. 19:54

 

ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება - პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

 

შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, კანონპროექტის ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

 

ცვლილება ასევე შეეხება თამბაქოს მოწევის აკრძალვას ავტომობილში, რომლითაც არასრულწლოვანი გადაადგილდება. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, დაწესდება ჯარიმები.

 

კერძოდ, ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა განსაზღვრული იქნება 200 ლარის ოდენობით, ხოლო არასრულწლოვნის გადაყვანის დროს მოწევისთვის, ჯარიმა 50 ლარი იქნება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner