logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში, მერე შეიძლება ფიქრობდეს, რომ სოციალური დახმარება აღარ ექნება, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ
- +

27 ნოემბერი. 2021. 21:13

 

 

 

წლების განმავლობაში ჩვენთან რაღაც ტიპის სოციალური დაცვის სისტემა ჩამოყალიბდა, რაც არ იყო ადრე და გვესმის, რომ ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა. თუმცა ამ სისტემას გაუმჯობესება სჭირდება, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ სოციალურ პოლიტიკის სფეროში პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, როგორ აპირებს მთავრობა ადამიანების სამუშაო პროცესში ჩართვას.

 

„ძირითადი დემოტივატორი ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში და მერე შეიძლება ფიქრობდეს: „ამ სამუშაოს მიღების შემდეგ შეიძლება ისევ უმუშევარი დავრჩე და ამ შემთხვევაში განწირული ვარ სიღარიბისთვის, არ მექნება სოციალური დახმარება“, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ. დღეს უკვე გადადგმულია ამ კუთხით ნაბიჯი. იცით, რომ ბოლო პერიოდში თუ სოციალურად დაუცველი საქმდება, მას სოციალური ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მაინც უნარჩუნდება. ეს დაცვის ელემენტი უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ყოველთვის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მართლაც სოციალურად დაუცველია, მას სჭირდება გარკვეული კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან და არ გააჩნია სამსახური“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

 

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა

 

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner