„ბატონო ზურაბ, თქვენ კავკასიის ხიდი ბრძანდებით!“ - ამ სიტყვებით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ფატმა ჯერენ იაზგანმა 2021 წლის 26 ნოემბერს სსუ-ში თურქულ-ქართული მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნით ცერემონიალზე.
ელჩმა დამსწრე ფართო საზოგადოების წინაშე ხაზი გაუსვა ბატონი ზურაბის პიროვნულ თვისებებს, ინტელექტს, სამშობლოსადმი თავგანწირულ სიყვარულს და უნივერსიტეტისადმი თავდადებას.
„ეს უნიკალური ადამიანია, რომელიც კი საქართველოში გავიცანი და იმთავითვე დავუმეგობრდი. ვიცი, რამდენს მუშაობს, ფიქრობს და იღწვის როგორც საქართველოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის. ბატონო ზურაბ, თქვენ კავკასიის ხიდი ბრძანდებით! მას აქვს შემუშავებული უნიკალური იდეა – საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელსაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და ამ მის წიგნის, რომელიც ბატონმა რექტორმა დღეს ესოდენ გულთბილი წარწერით მომიძღვნა, გამოცემას მე დიდი ხანია სულმოუთმენლად ველოდი. ძირითადი მიზანი და არსიც ბატონი ზურაბისგან ვიცი და ამიტომ სრულიად დარწმუნებული ვარ, წიგნს არა მარტო მკითხველი არ მოაკლდება, არამედ ის მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს რეგიონალურ საერთაშორისო ურთიერთობებში. მიხარია, რომ ბატონი ზურაბ ხონელიძის სახით საქართველოში ასეთი ძვირფასი და ერთგული მეგობარი შევიძინე“. – აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა.