logo_geo
eng_logo
ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, დღეს ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომაზე კონკრეტულ გეგმას წარადგენს
- +

29 ნოემბერი. 2021. 11:36

 

დღეს, მთავრობის სხდომაზე, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კონკრეტულ გეგმას  წარადგენს.

 

როგორც  ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამი კომპონენტისგან შედგება  - ასაკობრივი ზღვრის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვასა და ონლაინკაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას.

 

პროცედურის მიხედვით, მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კანონონმდებლები ცვლილებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner