ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცადა.
პრემიერის თქმით, ეს უპრეცენდენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში.
„წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცენდენტო ზრდაა მთელს რეგიონში და არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში“, - განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.