პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გორში შიდა ქართლის „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ქალაქ გორში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება იოსებ მაკრახიძე.
იოსებ მაკრახიძე გორის საგზაო სამმართველოს უფროსი იყო.
გორის რაიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თენგიზ ხუბულური.
ხაშურში „ქართული ოცნებიდან" კენჭს იყრის ვალერი გელაშვილი.
ვალერი გელაშვილი პარლამენტის წევრია.
ქარელში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი თოთლაძე.
გიორგი თოთლაძე გახლავთ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
კასპში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ირაკლი მეზურნიშვილი.
ირაკლი მეზურნიშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრია.