logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპულნი და პატივი მივაგო მათ ხსოვნას
- +

31 ივლისი. 2016. 17:33

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს შიდა ქართლში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი.


„ქედს ვიხრი ამ მხარის გმირობის წინაშე, თითოეული თქვენთაგანის წინაშე. სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდა სისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართლმა, კიდევ ერთხელ, საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა. კიდევ ერთხელ შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპულნი და პატივი მივაგო მათ ხსოვნას. დიდება მათ ხსოვნას! ქედს ვიხრით ყველანი მათი უკვდავი სულების წინაშე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner