„მიხეილ სააკაშვილი თითქოს საქართველოსთვის იბრძოდა, თუმცა ქვეყნის მოქალაქეობა გააუქმა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა ხელისუფლებამ „იმედზე“ ძალადობრივი რეიდი განახორციელა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა ყველაზე სავალდებულოა და არ შეიძლება, ამის წინააღმდეგ რაიმე კომპრომისი იყოს დაშვებული.
„კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა ხელისუფლებამ „იმედზე“ ძალადობრივი რეიდი განახორციელა, დღეს კი, იგივე ხალხი – გადაფუთული, ზოგი არასამთავრობოს საფარქვეშ, ზოგი ტელევიზიების პროდიუსერია, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა, აქეთ გამოთქვამენ კრიტიკას იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დარღვევები და პრობლემები დაინახონ. ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა ყველაზე სავალდებულოა და არ შეიძლება, ამის წინააღმდეგ რაიმე კომპრომისი იყოს დაშვებული. ეს არის ჩვენი პოზიცია, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა – როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება, ნაფოტებიც ცვიოდესო. ანუ, ისეთ რეფორმებს ვატარებდითო, რომ თუ ადამიანები კვდებოდნენ, დასახიჩრდნენ, დაკარგეს საკუთრება და უფლებები დაირღვა, ეს შეიძლება მომხდარიყო, რადგან უფრო მნიშვნელოვან რეფორმებს ვაკეთებდითო. საზოგადოებამ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არჩევანი რვაჯერ გააკეთა და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინის მიერ არის დაგეგმილიო, მისივე განცხადებით გამოდის, რომ მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად, სატვირთო მანქანით საქართველოში ვლადიმერ პუტინმა ჩამოიყვანა. რას ამტკიცებს, როგორ გავიგოთ, მისი განცხადება?“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.