10 დეკემბერი ადმიანის უფლებების საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო 6-დან 10 დეკემბრის ჩათლით ამ დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ჩაატარებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება, შეხვედრა და აქტივობა, რომლებშიც ჩაერთვებიან ადამიანის უფლებათა დამცველები, აქტივისტები, ორგანიზაციების წევრები და მოხალისეები.
კვირეულის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ორგანიზაცია მის სოციალურ გვერდებზე განათავსებს.
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აერთიანებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. ადვოკატირებას უწევს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ჩართულობის მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და დემოკრატიის განვითარებაში.
“ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე არის მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან სწორედ ადამიანის უფლებებზე და მის მნიშვნელობაზე არის დემოკრატიული ქვეყანა დაფუძნებული.
ჩვენი ორგანიზაციის მიზნებიც სწორედ ადამინის უფლებების, დემოკრატიის, მრავალფეროვნებისა და აქტიური მოქალაქეობის ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება.
კვირეულის მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და მათ შესახებ სწვალება დემოკრატიული განვითარებისთვის.”-
განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.