„პირველი შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოება კორონავირუსის ახალი, ძალიან გადამდები ვარიანტის საფრთხის წინაშე დგას, რაც გადაუდებელ ქმედებებს მოითხოვს“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ (G7) ჯანდაცვის მინისტრების განცხადებაში.
მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამხრეთ აფრიკის სამაგალითო მუშაობა, როგორც ახალი ვარიანტის გამოვლენაში, ასევე სხვების გაფრთხილებაში და მხარი დაუჭირეს ჯანმოს ფარგლებში, პათოგენების ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის საერთაშორისო ქსელის შექმნას.
მინისტრებმა ასევე აღიარეს ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიული მნიშვნელობა.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.