logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ეს არის არა პიჯაკების საქმე, არამედ პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ
- +

2 დეკემბერი. 2021. 11:36

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს არის არა პიჯაკების საქმე, არამედ მასაჟების საქმე, ბოტოქსების საქმე და პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს საკუთარ კაპრიზებზე ხარჯავდა, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულირებას უნდა მოეშვას.

 

„პიჯაკებიც არის ამ საქმის შემადგენელი და საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამაზე, თუმცა, პიჯაკების გარდა 9 მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც სააკაშვილმა საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან ამოაცალა. სამწუხაროდ, დესტრუქცია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერაა, მაგრამ სახელმწიფო მყარად დგას თავის ადგილას და ყველა დესტრუქციულ ნაბიჯს ადეკვატური პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner