logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი ენტონი ბლინკენთან საუბარზე: გამოვთქვით მზაობა, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, აქტიურად ვიმუშაოთ
- +

2 დეკემბერი. 2021. 17:13

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, აქტიურად იმუშაონ.

 

„მქონდა შესაძლებლობა, მინისტერიალის ფარგლებში, გავსაუბრებოდი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვით აშშ-საქართელოს სტრატეგიულ პარტნიორობას. მე მას მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც NATO-ს, ისე ეუთოს-ს ფარგლებში და სხვა საერთაშორისო ფორმატებში. გამოვთქვით მზაობა, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, აქტიურად ვიმუშაოთ“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner