საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა NATO-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მუშაობა შეაჯამეს.
შეხვედრისას, 1 დეკემბერს გამართულ რიგის მინისტერიალზე და იმ ძალიან ოპტიმისტურ განცხადებებზე ისაუბრეს, რომელიც სამიტზე გაკეთდა.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ როსარიას, საქართველოში მისი ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის. პირადად მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს NATO-სთან დაახლოების პროცესში. მსურს, მას მომდევნო საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.