„ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს“, - ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
საქართველო სამი წლის განმავლობაში 12,75 მილიონ ევროს, მოლდოვა - 7 მილიონ ევროს, უკრაინა კი 31 მილიონ ევროს მიიღებს. სახსრები „ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის“ (European Peace Facility) ფარგლებში იქნება მობილიზებული.
„გამოყოფილი თანხა დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალების პოტენციალის გაძლიერებაში, მათ შორის კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის დახმარების მხრივ. კერძოდ, საუბარია არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო მოწყობილობებზე და სამოქალაქო დანიშნულების გადაადგილების საშუალებებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.