logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებათა კვირეულის ორგანიზებაში NCYOG-ის მოხალისეები მონაწილეობენ
- +

2 დეკემბერი. 2021. 22:54

 

 

 

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო, 6-დან 10 დეკემბრის ჩათლით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ჩაატარებს, რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მოიცავს.

 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვირეულის ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები. სწორედ მათთან ერთად მსჯელობის საფუძველზე შემუშავდა ღონისძიების თითოეული კომპონენტი: შეირჩა ადამიანის უფლებათა ის საკითხები, რომლებიც ახალგაზრდებს აინტერესებთ და სტუმრები, რომლებთან შეხვედრაც მათთვის საინტერესო, მოტივაციის მომცემი და პროდუქტიული იქნება.

 

იმისათვის, რომ უკეთესად გაგვეგო ამ ახალგაზრდების შეხედულებები ადამიანის უფლებებზე, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს მოხალისეებს: ელენე შონიას, მარიამ შოშიტაშვილს, ანა ნავერიანს და თამარ ცხომელიძეს ვესაუბრეთ. ჟურნალისტებთან საუბრისას მათ ყურადღება გაამახვილეს მოხალისეობის როლზე მათ ცხოვრებაში, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და კვირეულის განხორციელების პროცესში შეტანილ წვლილზე. 

 

მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა კვირეულის მსგავსი აქტივობები საზოგადოებას ეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში, რადგან ინფორმაციის ნაკლებობა ის მთავარი პრობლემაა, რომელიც წარმოშობს სირთულეებს. ადამიანის უფლებების კვირეული კი საშუალებას გვაძლევს გავიღრმაცოთ ცოდნა და უკეთესად გავიაზროთ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა.“ - ამბობს მოხალისე,  ელენე შონია.

 

იმის გარდა, რომ მოხალისეები საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანის უფლებების თემას და ეს საკითხი მათთვის ნამდვილად დიდი მნიშვნელობისაა, ისინი საუბრობენ მოხალისეობის როლზე და თანატოლებს მოუწოდონ, ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში.

 

სულ რამდენიმე თვის წინ ჩავერთე მოხალისეობრივ საქმიანობაში და შევუერთდი NCYOG-ს მოხალისეების გუნდს. ვიყო მოხალისე ნიშნავს, რომ უკეთ დავინახო ჩემი შესაძლებლობები, გამოვცადო ჩემი თავი სხვადასხვა პიროვნულ გამოწვევაში და უფრო მეტად მჯეროდეს იმის,რომ ჩემი საქმიანობით სხვა ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა შემიძლია.“ - ამბობს მოხალისე, მარიამ შოშიტაშვილი

 

როგორც მოხალისეებთან საუბარში ვიგებთ, ადამიანის უფლებათა კვირეული მათთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხის ირგვლივ ცოდნის გაღრმავებისათვის. ასევე, თავის მხრივ მოტივაციაა სამომავლო საქმიანობისათვის.

 

მიხარია, რომ ჩემი წვლილი შემაქვს მის ორგანიზებაში და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოვა და მომცემს მოტივაციას სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად მივიღო მონაწილეობა მსგავს საქმიანობაში.“-ამბობს მოხალისე, ანა ნავერიანი.

 

მოხალისეების საკმაოდ კარგად ესმით ადამიანის უფლებათა მნიშვნელობა და მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა კვირეული აუცილებლად შეიტანს წვლილს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და საერთო კეთილდღეობის მშენებლობაში.

 

ჩემთვის ადამიანის უფლებები არის პრინციპების ერთობლიობა, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალი, სამართლიანდა მშვიდობიანი სამყაროს აღმშენებლობას. გვსურს ადამიანის უფლებათა კვირეულმა #ყველაუფლებებისთვის გააერთიანოს, ერთმანეთის დასაცავად და უკეთესობისკენ წინსვლისთვის.“ -ამბობს მოხალისე, თამარ ცხომელიძე.

 

 

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო 6-დან 9 დეკემბრის ჩათვლით ღონისძიებას „Human Rights Talks / საუბრები ადამიანის უფლებებზე“ ონლაინ ფორმატში ჩაატარებს.

 

სასაუბრო საკითხები და მოწვეული სტუმრები:

 

6 დეკემბერი - ელიზაბედ შენგელია - შრომითუფლებები;

7 დეკემბერი - ესმა გუმბერიძე - შშმ პირთა უფლებები;

8 დეკემბერი - ოქტაი ქაზუმოვი - ეთნიკური უმცირესობების უფლებები;

9 დეკემბერი - ანა აბაშიძე - ბავშვთა უფლებებ.

 

 

 

 

 

ღონისძიებაზე დასწრებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/NCYOG

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner