logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: უვადო „მწვანე პასპორტის“ შესახებ პოზიცია უნდა გადაიხედოს
- +

4 დეკემბერი. 2021. 15:20

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ უვადო მწვანე პასპორტთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია უნდა გადაიხედოს. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” გამოჩენის შემდეგ ეპიდსიტუაციის კუთხით, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა.

 

„ჩვენი პოზიცია იცით, ადრეც გაჟღერდა. ახლა ახალი რეალობაა „ომიკრონთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს, რომ უვადო არ შეიძლება იყოს პასპორტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner