logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ყველამ ნახა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი
- +

4 დეკემბერი. 2021. 15:46

 

„მინდა, გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ პატიმარ სააკაშვილზე მსჯელობა საერთოდ არ არის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობას“ და მის ტელეკომპანიებს სურვილი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყოს დღის წესრიგში, სწორედ ამიტომ, როდესაც მინელება ხდება მისი საკითხის, აუცილებლად რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

 

„არ მგონია, კიდევ წარმოადგენდეს საზოგადოების ინტერესის სფეროს, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს საპატიმროში და გადაიყვანენ თუ არა უახლოეს დღეებში. ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, მიიღებს ექიმთა დასკვნების საფუძველზე პენიტენციური სამსახური. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნუ შეწუხდება და ნუღანაირ ინფორმაციას გაავრცელებს, რადგან აბსოლუტურად დინამიურად მიმდინარეობს ეს საკითხი. „ქართულ ოცნებაში“ მინდა, გითხრათ, რომ მსჯელობა საერთოდ არ არის პატიმარ სააკაშვილზე. მსჯელობა შეიძლება იყოს პენიტენციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომლებიც არიან ვალდებული, რომ იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner