logo_geo
eng_logo
დავით რეხვიაშვილი: ცნობილია, რომ „ომიკრონი“ ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება
- +

4 დეკემბერი. 2021. 17:57

 

 

„როგორც ვიცით, საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, ახალი შტამი „ომიკრონი“ ძირითადად აუცრელ ადამიანებში ვრცელდება.

 

„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მკურნალობის მიდგომასთან მიმართებაში არ გვაქვს. რაც გვაქვს მონაცემები ამ ახლა შტამზე, ეს არის, რომ ის განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობით არ ხასიათდება. ასევე ვიცით, რომ მისი გავრცელება ძირითადად აუცრელ ადამიანებშია“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

 

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner