სამართალდამცველები მუშაობენ გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს თვითმხილველებმა განუცხადეს, მათი ვარაუდით, მოკლული არასრულწლოვანი ბიჭი ამ უბნის მცხოვრები არ იყო. მათი თქმით, გაიგონეს ხმაური და დაინახეს რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც გარბოდა. დაჭრილი არასრულწლოვანი ამ ტერიტორიაზე დაეცა, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველების ცნობით, მას რამდენიმე ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.