„საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 63 პაციენტი გარდაიცვალა“, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 407-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 778 პირს დაუდასტურდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 5 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 410 შემთხვევა გამოვლინდა, 4 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.