„კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,13 პროცენტს შეადგენს“, - ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,88 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,56 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 778 პირს დაუდასტურდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 63 პაციენტი.
გუშინ, 5 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი, გარდაიცვალა 46.