logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი
- +

6 დეკემბერი. 2021. 10:57

 

 

„საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი StopCov.ge ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 855 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 445, „პისიარ“-ტესტით 9 410.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,88%, ბოლო 14 დღის – 8,56%, ბოლო 7 დღის – 8,13%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 867 071 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 809 830 გამოჯანმრთელდა, 12 407 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 238 070 აცრა, დღიურად აცრილია 2 674.

 

კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 455 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 121 პირი.

 

ამასთან, 5 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner