logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: სჯობს, მკურნალ ექიმებს ვაცადოთ, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვა სწორად წარმართონ
- +

6 დეკემბერი. 2021. 11:56

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვა მკურნალ ექიმებს უნდა აცადონ.

 

ჟურნალისტებთან საუბარში დავით სერგეენკო ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგებლების განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში და შემდეგ პროცესის მართვაში ჩართული იყო ორი სამედიცინო დაწესებულება, სამი კონსილიუმი და ასევე მისი პირადი ექიმი.

 

„რაღაც საექიმო ლოგიკა უნდა მოვძებნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ფუნდამენტის საკითხია, სამედიცინო ლოგიკას არ უნდა ავცდეთ. „ემპათიას“ თავისი აზრი აქვს, სხვა კონსიულიმი ასე არ ფიქრობს. სჯობს, მკურნალ ექიმებს ვაცადოთ, რომ ეს ყველაფერი სწორად ჩამოაყალიბონ და მისი მართვა სწორად წაიყვანონ“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

შეგახსენებთ, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner