ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით წერს. ქადაგიძის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მელია და გვარამია პარტიას გაიყოფენ და ხვალ მელიას თანამდებობებიდან გადააყენებენ.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ოფიციალურად გადაწყდა, რომ გვარამიამ და მელიამ პარტია გაიყონ! ეს ყველაფერი მოყვა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიშას ციხიდან გამოყვანა მეორეხარისხოვანია. სავარაუდოდ ხვალ მელიას ოფიციალურად გადააყენებენ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან“, - წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.
„მიხეილ სააკაშვილი გარეთ და მერე ხელისუფლების ცვლილება, ეს ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.