„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილება არგუმენტებით უნდა იყოს მიღებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკა შემოთვლით და გზავნილებით არ კეთდება.
„პოლიტიკა ასე შემოთვლით არ კეთდება, პოლიტიკა ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუციებში, პარლამენტში შემოვიდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ. ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არგუმენტებით უნდა მივიღოთ. ეს საქმე შემოთვლით და გზავნილებით არ კეთდება. მგონი, ოპოზიციის ნაწილს რეალობის აღრევა აქვს და თვლიან, რომ ისინი არიან პარლამენტში და პოზიცია არის პარლამენტს გარეთ. უფრო სწორი იქნება, არგუმენტები მოვისმინოთ და გადაწყვეტილება ასე მივიღოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.