თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები წარადგინა.
საბურთალო - გაიოზ ვასაძე;
მთაწმინდა - დავით კირკიტაძე;
კრწანისი - ბექა მიქაუტაძე;
ვაკე - დავით კვინიკაძე;
გლდანი - ლევან ნაროუშვილი;
სამგორი - კახა სამხარაძე;
ჩუღურეთი - დავით უთმელიძე;
დიდუბე - ვლადიმერ ძნელაძე;
ისანი - ნიკოლოზ ელისაშვილი;
ნაძალადევი - ირაკლი ანდღულაძე.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული იქნება და, ჩემთან ერთად, ყველაფერს გააკეთებთ თბილისისა და თბილისელების ინტერესების მსახურებისთვის, რათა, ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა უბანში შევიტანოთ მეტი სიცოცხლე, ერთად ვიამაყოთ ჩვენი ქალაქითა და განხორციელებული პროექტებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ და გამგებლებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
კახა კალაძე და მისი გუნდი დედაქალაქის საკრებულოს წინაშე ხვალ წარდგებიან. სწორედ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს კანდიდატები.