logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შედეგად თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი, მოწესრიგებული, კომფორტული და ლამაზი ქალაქი იქნება
- +

6 დეკემბერი. 2021. 12:37

 

 

„დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები“, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, ხვალ ის და რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების კანდიდატები ხვალ საკრებულოს წინაშე წარდგებიან.

 

„ხვალ მე და ჩემი გუნდის შესაბამისი წევრები წარდგებით საკრებულოს წინაშე და საკრებულოს მხრიდან კანდიდატებს შემდეგ უკვე სრული მასშტაბითა და კიდევ უფრო მეტი ენერგიით შევუდგებით საქმის კეთებას, წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების განხორციელებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარვუდგინეთ საზოგადოებას, რომელთა განხორციელებას დავიწყებთ შემდეგი წლიდან. გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შედეგად თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი, მოწესრიგებული, კომფორტული და ლამაზი ქალაქი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

 

კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლობი დაასახელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner