logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: მე არ ვიცი პროტოკოლის ერთი ნაწილი მაინც, რომელიც რამე ფორმით კრძალავს იმას, რომ მოქმედი პოლიტიკოსი არ იყოს შეტანილი სახელმძღვანელოში
- +

6 დეკემბერი. 2021. 12:47

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია. მისი შეფასებით, მსგავსი პოლიტიკური აქცენტის გაკეთება სასკოლო სახელმძღვანელოზე ზედმეტია.

 

„სახელმძღვანელოების შექმნისას გარკვეული წესებით ხელმძღვანელობენ და ასე ყველაფერში პოლიტიკური სარჩულის ძებნა, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში, არასწორი მგონია. სახელმძღვანელოებში შედიან ის პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც ჩაითვალა, რომ ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. მე არ ვიცი პროტოკოლის რამე ერთი ნაწილი მაინც, რომელიც რაიმე ფორმით კრძალავს იმას, რომ მოქმედი პოლიტიკოსი არ იყოს შეტანილი სახელმძღვანელოში. ერთ- ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ონლაინ- პლატფორმა არის ვიკიპედია, სადაც უამრავი ინფორმაციაა, მათ შორის, მოქმედ პოლიტიკოსებზე. არ ვიცი, ეს რამდენად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ მოქმედი პოლიტიკოსი შევიდეს ისტორიის სახელმძღვანელოში“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner