„ეს არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი“, - ასე ეხმიანება საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ბიუჯეტის ზრდასთან და ქვეყნის საგარეო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, რომ არსებული პროექტი სოციალურად მოწყვლად მოსახლეობას დაეხმარება, რომლებიც პანდემიის პერიოდში ყველა მეტად დაუცველები არიან.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით მისაღებია. განხორციელებული გეგმით ბიუჯეტის დეფიციტი ქვემოთ ჩამოვა. ომის ვეტერანთა დახმარებები იზრდება, პენსიების გაზრდაა გათვალისწინებული, ეს კი ეხება სოციალურად მოწყვლად მოსახლეობას, რომლებიც დღეს განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ყველაზე მეტრად დაუცველები არიან და საჭიროებენ ყურადღებას, ვიტყოდი რომ ეს არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.