logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფომ გულუხვად დააფინანსოს, როგორც ეკონომიკური მიმართულება ისე სოციალური ბლოკის ხარჯები
- +

6 დეკემბერი. 2021. 14:24

 

 

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე Pia.ge-სთან 2022 წლის ბიუჯეტის ზრდას, ქვეყნის საგარეო ვალის შემცირებას და კაპიტალური დანახარჯების გაზრდას აფასებს.

 

მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა,  სახელმწიფომ გულუხვად დააფინანსოს, როგორც ეკონომიკური მიმართულება, ისე სოციალური ბლოკის  ხარჯები.

 

ამასთან ექსპერტი ამბობს, რომ ბიუჯეტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

 

„ეკონომიკის პოზიტიური ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მიმდინარე წლის მარტიდან, რაც ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნასა და გაუქმების პოლიტიკაზე გადავიდა. ეს აისახა მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაუმჯობესებაში და დომინოს პრინციპით ხდება გადადენა სახელმწიფო ბიუჯეტში. ჩვენ ფაქტობრივად  მომავალ წელს გვექნება რეკორდული 2 უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი: ერთი - მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც 65 მლრდ ლარს მიაღწევს და მეორე - ბიუჯეტი, რომელიც იქნება თითქმის  22 მლრდ ლარი. ასეთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

 

გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა  სახელმწიფომ გულუხვად დააფინანსოს, როგორც ეკონომიკური მიმართულება ისე სოციალური ბლოკის  ხარჯები. 

 

ახლა საშუალება არის, სოციალური მიმართულებით ხარჯების მოცულობაც მკვეთრად გაიზარდოს. კაპიტალური დანახარჯები არის დაახლოებით 6 მლრდ ლარის ოდენობით, რაც ბიუჯეტის 27%-ზე მეტია. პოზიტიურად უნდა შევხედოთ და დადებითად უნდა შევაფასოთ აღნიშნული მაჩვენებლები. იმედია, ის პარამეტრები რაც ჩადებულია ბიუჯეტის გეგმაში არა თუ შესრულდება, არამედ გადაჭარბებითაც იქნება შესრულებული“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner