logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალი უკვე ამოწურულია
- +

7 დეკემბერი. 2021. 01:06

 

 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ერთგვარი კამპანია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი საზღვარგარეთ გაყვანას საჭიროებს, უკვე დაწყებულია. როგორც მან for.ge-სთან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება დასავლეთის მოწოდება, ან უკრაინის მოთხოვნა, ყოფილ პრეზიდენტს, თუნცად მკურნალობის მოტივით, ქვეყნიდან ვერ გაიყვანენ.

 

„ბუნებრივია, რომ მკურნალობის კურსი როგორც კი დამთავრდება და ექიმები იტყვიან, რომ სააკაშვილი კარგად არის, მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, რადგან სხვა განვითარება ამ მოვლენებს არ შეიძლება ჰქონდეს და ვერც ექნება. თუმცა, იწყება მცდელობა იმის, რომ სააკაშვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ და ა.შ. მცდელობა იმისა, რომ მკურნალობის მიზნით ქვეყნიდან გაიყვანონ, უკვე არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობა“ გეგმაში შეიძლება ჰქონდეს პერმანენტული აქციები რუსთავის ციხესთან, მაგრამ ამის გაგრძელების რესურსი ნაკლებად აქვთ. ამიტომ, მცდელობები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი უფრო იქნება და არა რეალური შედეგის მომტანი „ნაციონალური მოძრაობისთვის.“ ამას აღარ ეყოფა მხოლოდ ადგილობრივი რესურსი, ძალიან მძიმე მოთხოვნა უნდა იყოს დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მძიმე ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ეს ნაბიჯი გადადგას ხელისუფლებამ და გაიყვანონ საზღვარგარეთ.

 

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალი უკვე ამოწურულია. იგი ხელისუფლებისთვის ხიფათს უკვე აღარ წარმოადგენს და ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, გააგრძელებს კატა-თაგვობანას თამაშს ისევ თუ - არა. თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ეს თამაში გააგრძელოს, მაშინ გაუშვებენ საზღვარგარეთ. საქართველოში მისი შენარჩუნება იქნება ძალიან რთული, არცთუ ისე რეიტინგულის, მაგრამ მაინც, როგორც პოლიტიკური ფიგურის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ თუ უკრაინიდან იქნება რაღაც მოთხოვნა, ან საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ის მართლაც გაუშვან ქვეყნიდან მკურნალობის მოტივით.

 

ამით ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს საშუალებას გადაჯგუფდეს ან გადანაწილდეს სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში. ამაზეა დამოკიდებული სპარინგ მოთამაშედ შეინარჩუნოს სააკაშვილი თუ არა. თუკი ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ, გაუშვებენ. საქართველოში რომ დარჩეს, „ქართულ ოცნებას“ უნდა თუ არა, იძულებული იქნება გაამწესოს რუსთავის ციხეში და ამდენ ხანს ციხეში ყოფნა სააკაშვილს, ალბათ, გაუჭირდება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner