დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. აღნიშნულს თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა.
„მთავრობა წარმოდგენილია შემადგენლობით, რომელსაც ზურგს უმაგრებს 4-წლიანი წარმატებული საქმიანობა თბილისის მთავრობაში. ეს ადამიანები არიან გამოცდილები, საკრებულოს უმრავლესობა მათ მხარს დაუჭერს”,- აღნიშნა ტყემალაძემ.